დერატიზაცია მღრღნელებთან გამკლავების გზები

დერატიზაცია მღრნელებთან დაკავშირებული მომსახურებაა, რაც მათ პრევენციას და განადგურებას გულისხმობს.
თაგვები ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია და ადამიანის ისტორიის დიდ ნაწილს იკავებს, მათ შეუძლიათ კაცობრიობას შეუქმნან უდიდესი სირთულეები, როგორც სხვადასხვა სახის დაავადებების გავრცელებით ასევე სამეურნეო საქმიანობაში, ამიტომ აუცივლებელია მათთან გამკლავების გზებს მივმართოთ, ზიანის თავიდან აცილების მიზნით. რადგან ისინი გადამტანები და გამავრცელებლები არიან სხვადასხვა დაავადებების, ასევე თაგვებს შეუძლიათ ფართში შეგიქმნათ რწყილების პრობლემა.
თუ ნახეთ ერთი ან ორი წრუწუნა, იცოდეთ, რომ სხვები იმალებიან და მის “ბრძანებას” ელოდებიან, რომ ერთად შეუდგნენ ახალ აღმოჩენილ საკვების მირთმევას. ზოგადად დასახლებულ ადგილებში ღამის პერიოდში მუშაობენ, ძალიან ფრთხილად; იმდენად მომთმენები, რომ ხშირად ელოდებიან, სანამ ფართში ხმაური არ გაქრება, მერე კი ჩვეულებრივად, იწყებენ ჩუმ მოქმედებას – ეს პერიოდია დაახლოებით ღამის 1 საათიდან დილის 5 საათამდე.
დროთა განმავლობაში თუ, ისინი ამ პერიოდის მანძილზე კარგად იკვებებიან, მერე უკვე აღარც იწყებენ სიფრთხილეს, დღის მონაკვეთშიც აგრძელებენ ნადირობას, თუ ფართზე საკვებია და ირგვლივ საფრთხე არ არსებობს, შეუძლიათ ნებისმიერ დროს თავისი კომფორტი მოიწყონ და იბინადრონ.

🐁 თაგვების დანახვა დღის მონაკვეთში, გარკვეულ პერიმეტზე, მიუთითებს მათ საკმაო დიდ რაოდენობაზე, რომლის შემდეგაც აუცივლებლად უნდა მიიღოთ დროული მოქმედებები, არ გადადოთ შემდეგისთვის, წინააღდეგ შემთხვევაში იწყება უმწვავესი პრობლემები და მათთან გამკლავება დღითი-დღე რთულდება.

თუ ცხოველი გყავთ მათ უჩნდებათ რწყილები, ელექტრო სადენები ზიანდება, შესაძლოა დაზიანდეს წყლის მილებიც, საბოლოოდ ყველაფერი რაც თაგვს შეუძლია დაგიზიანოთ, ეს მშვიდი ყოველდღიური ცხოვრებაა. შეგიძლიათ შეკითხვისთვის მოგვწეროთ: CrystalSmGroup@gmail.com , ასევე მიიღოთ პროფესიონალური დერატიზაცია მღრნელებთან CSMG-ის გუნდის მხრიდან.

1. პირველ რიგში უნდა ნახოთ რამდენად ბევრია მათი ფეკალები, ის პატარა შავი, ბრინჯის მაგვარი ფორმისაა, მიაქციეთ ყურადღება როგორი რაოდენობითაა, ერთ ადგილასაა მოგროვილი თუ მიმართულებითაა, თუ ერთ ადგილასაა, სავარაუდოა რომ მათი თავმოყრის ადგილია ეს და მანდ მიირთმევენ საკვებს.
2. არ მოკიდოთ ხელი ფეკალებს, ისინი ინფექციური დაავადებების გადამტანები გახლავთ, ისეთი დაავადებების რომლებსაც შეუძლიათ სასიკვდილო მდგომარეობის გამოწვევა მაღალი რისკის ზედაპირია.
3.აუცივლებლად იქონიეთ პირბადე და ხელთათმანი მის გაწმენდისას კი მოქლორეთ ზედაპირი, სასურველია მაღალი კონცენტრანტით. შეგიძლიათ მდუღარე წყლის გამოყენებაც სადეზინფექციო ხსნარის (მაგ: ანტიბაქტერიული და ანტივირუსული დომესტოსიც) – ასეთის არასებობის შემთხვევაში, პირველ რიგში მოგავოთ ფეკალები მაქსიმალური სიფრთხილით გაითვალისწინეთ: მტვერი არ დააყენოთ ადგილიდან სადაც ისინი ყრია და შემდგომ ცხელი წყლით მოწმიდნოთ, აორთქლილი წყალი არ ჩაისუნთქოთ, დააცადეთ ორთქლი შეწყდეს მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ ზედაპირის მოწმენდვა, სიფრთხილეა საჭირო რომელიც აუცივლებლად ორიენტირებული უნდა გახლდეთ თქვენს უსაფრთხოებაზე!!!.

დეზინფექციისას მიაქციეთ ყურადღება მოქლორვისას: აუცივლებელი ლოდინის დრო გახლავთ მინიმუმ 10 წუთი, ქლორის კონცენტრაცია კი არანაკლებ 10%-ისა. შეგიძლიათ იოდიც გამოიყენოთ ან წყალბადის ზეჟანგიც 3%-იანი ასევე არანაკლებ 10 წუთის მოცდის შემდეგ შეგილიათ გააგრძელოთ მოსუფთავება.

ლოდინის შემდეგ, არ მოაპილასოსოთ ზედაპირი! მხოლოდ ფრთხილად შეგიძლიათ მოგავოთ ან ქაღალდის ფურცელით შეაგროვოთ და პოლიეთილენში ჩაყაროთ ნარჩენები. ბახილები, პირბადე და ხელთათმანები გადაყარეთ, თანმიმდევრულად: ჯერ ვიხსნით ბახილებს, შემდეგ ხელთათმანებს და ბოლოს პირბადეს, კარგად ვლუქავთ პოლიეთილენს!
ყველა საგანი ნაგავში. თუ სახლში მოხდა მსგავსი ფაქტი აუცივლებლად შეასრულეთ სადეზინფექციო სამუშაოები, გაანიავეთ სივრცე და კვლავ არ შემოვიდნენ სახლში თაგვები! სამუშოების შესრულებისას აუცივლებლად დაიბანეთ ხელები! სახე და კანის ზედაპირი ჩამოირეცხეთ საპონისა (ანტიბაქტრერიული) და ცხელი წყლის გამოყენებით, თუ გაქვთ ანტისეპტიკი – ისარგებლეთ.
შემდეგი პროცედურით, როდესაც მოაგროვეთ ნარჩენები, ფეკალები და მოასუფთავებთ ზედაპირებს, მიაქციეთ ყურადღება სუნის არსებობას სად იდგა თაგვების სპეციფიური სუნი ყველაზე მეტად, იმ ადგილას უნდა იპოვოთ ყველა ადგილი საიდანაც ისინი შედიოდნენ სივრცეში, უნდა ამოლუქოთ აუცივლებლად ისეთი კონცენტრანტებით რომელსაც თაგვი ვერ გაღრღნის, მაგალითად წებო-ცემენტით, შეურიეთ ცოტა კენჭებიც ან შუშის ნამსხვრევები. იმ ადგილას რომ აღარ დაიწყოს ძველი გზის გაკვლევა.
მოაშორეთ პერიმეტრიდან ყველა სახის საკვები, ნარჩენები, მოასუფთავეთ გარე სივრცე თუ ეს შესაძლებელია, გადაყარეთ ნაგავი და არ დატოვოთ გარეთ!
შემთხვევაში თუ კერძო სახლია, ყურადღება მიაქციეთ ნაგვის ურნებს, უნდა იყოს მოწესრიგებული და ნაგავი ურნაში, მიაქციეთ ყურადღება მაღალსართულიან შენობას, სართულებზე არ უნდა იყოს გამოტანილი ნაგვის პაკეტები, სარდაფში არ უნდა ეყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჰიგიენა უპირველესი ინსტრუმენტია რომლითაც შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი სივრციდან თაგვების განდევნა. შეგიძლიათ გამოიყენოთ თაგვსაჭერები, მაღალ სიხშირიანი ბგერით მოწყობილობები, ფიზიკური სატყუარები, წებოვანი ხაფანგები და სხვა.
თუ მაინც ვერ ახერხებთ მათთან გამკლავებას – ვინაიდან საჭიროა ცოდნა რაც პროფესიონალურ გამოცდილებაზეა დაგროვილი, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ! მომსახურების სპეციფიკა კი ინდივიდუალურია, დაანგარიშება არ არის უნივერსალური, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მაღალი კლასის მომსახურება ფასით ყველასთვისაა ხელმისაწვდომი; დერატიზაცია – მომსახურებაა რომელსაც გაგიწევთ პროფესიონალთა გუნდი.
+995 555 972 994 ჩვენი ხარისხი, პროფესიონალიზმი და შედეგი ფასზე მაღლა დგას!
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს



საინფორმაციო პოსტები შექმნილია CSMG-ის მიერ, მისი აღება, გადატანა, ნებისმიერი ცვლილება, ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია, დაშვებულია მხოლოდ გაზიარება! CrystalSMGroup@gmail.com – საავტორო უფლებები შპს “კრისტალი” .
დერატიზაცია მღრნელებთან

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top