მაღალ სართულიანი შენობების დამუშავება – საცხოვრებელი ფართების

მაღალ სართულიანი შენობების დამუშავება პროფესიონალურად, კორპუსის დეზინსექცია დერატიზაცია დეზინფექცია, დასუფთავება და სანიტარული მომსახურება.
ჩვენ გთავაზობთ მავნებლების განადგურებას საუკეთესო აპარატურით მათ შორის: რწყილების, ბაღლინჯოების, ტარაკნების, ობობების, მღრნელების, ქვეწარმავლების და ასევე ყველაზე იშვიათ შემთხვევაში მორიელებზე.
ამ ეტაპისთვის კომპანიას გვაქვს სპეც შეთავაზება ამხანაგობის თავჯდომარეებისათვის, შენობის ყოველთვიური მონიტორინგი, შემოწმებასა და პრევენციაზე, ფორმდება ხელშეკრულება. იხილეთ: ჩვენი პოსტი

ბოლო პერიოდში გვიწევს შენობების დამუშავება, სადაც რამოდენიმე ბინა იყო დაკეტილი, ხშირ შემთხვევაში დატოვებული ჰქონდა მესაკუთრეს საყოფაცხოვრებო ნაგავი, ბინაში იყო არა ჰიგიენური მდგომარეობა, მაცივარში დატოვებული საკვები, დენიდან გამორთული. მაცხოვრებელი გახლდათ არა ქართველი, მდგომარეობა მეზობლებსა და კორპუსს ჰქონდა საგანგაშო, მწერების რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა და გადაწყვიტეს მოეგვარებინათ აღნიშნული პრობლემა პროფესიონალურ დონეზე, სამწუხაროდ ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობით პირველ ორ დღეში სრული ეფექტი თორმეტ სართულიან კორპუსში ვერ მოხდა, სანამ არ მოხდა კრიტიკული კერის – მიტოვებული ბინის დამუშავება . შემდგომშიც კი პერიოდულად გვიწევდა კორპუსის სხვადასხვა ბინებში სამუშაოების შესრულება განმეორებით, მხოლოდ ერთ კვირიანი სამუშაოების წარმართვით, მივიღეთ სრული 100%-იანი შედეგი. ამიტომ მომხმარებლის დროული რეაგირება გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი, ჩვენი ეფექტუნარიანობის საიდუმლო, ნუ გადადებთ კონტროლს, პრევენციას და სამუშაოების წარმართვას! CSMG ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე! ვმუშაობთ გარანტიით და ჩვენი სერვისები ყველასათვის ხელმისაწვდომია.

Scroll to Top