Cockroaches ტარაკნები

ჩვენს პლანეტაზე მილიონზე მეტი მწერი ბინადრობს, აქედან 4600 ზე მეტი სახეობის ტარაკანი, მათ შევეხებით დღეს ამ პოსტში.

იცოდით რომ?: ტარაკნებს შეუძლიათ მრავალი დაავადების გავრცელება.

 რადგან არის რეზერვუარი მრავალი ბაქტერიისთვის, მათ შორის სალმონელასთვის, სტაფილოკოკის და თუნდაც სტრეპტოკოკის. ასევე სხვადასხვა ვირუსული სახეობების გადატანა. როგორც ბუზი, ტარაკანიც მიირთმევს თითქმის ყველაფერს!  სამზარეულოს იატაკზე დავარდნილი ნამცეცებიდან, გამშრალი და მოუწმენდავი სითხეებიდან ასევე ფეკალური ნივთიერებებიდან. დარჩენილი ბაქტერიები რომლებიც ზედაპირებზე გვხვდება, ის ყველა ბაქტერია ტარაკნის მომნელებელ სისტემაში ცოცხლობენ, თავს იქ მშვენივრად გრძნობენ – ხანდახან როგორც თვეების ასევე გარკვეული წლების განმავლობაშიც, შემდგომ კი გადადიან მის ნარჩენებში. ტარაკნებიც ღებინებენ, აფუჭებენ საკვებს რომლებსაც ისინი ეხებიან და ითვლება, რომ დაავადებები მარტივად გადადის ადამიანებზეც, ამიტომ ჩვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე მუდმივად უნდა იყოს დაცული.

ტარაკნების სასიცოცხლო ხანგრძლივობა, გამრავლება და ცილკი:

 ტარაკნების სასიცოცხლო ხანგრძლივობა, გამრავლება და ცილკი:
დამოკიდებულია ზოგადად მის სახეობაზე, თუმცა საშუალოდ მდედრი ტარაკანი ერთდროულად ერთ პერიოდზე დებს 50-მდე კვერცხს და აქედან ნახევარზე მეტი სიცოცხლის უნარიანია და ასეთი ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 25-35 მდეა. გამოჩეკილები ემსგავსებიან ზრდასრულებს, მხოლოდ ჯერ-ჯერობით ჩამოუყალიბებელი ფრთებით, ესეც დამოკიდებულია პირობებზე და სახეობაზე. მათ 12 თვემდე ცხოვრება შეუძლიათ. მათი კომფორტული გარემო სველი, ნოტიო ადგილებია, ძირითადად ადგილები სადაც თავს თბილად გრძნობენ, ზამთრის პერიოდში კი უფრო გახშირებულად არიან შესულნი შენობებში.

რას უნდა დავაკვირდეთ?

ზოგადად ჩვენი სადეზინსექციო სამსახური ტარაკნების განადგურებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების დროს, აკვირდება შემდეგ ადგილებს:
 1. დამტვრეული კედლების შრეებს, მათ შორის სიცარიელეს.
 2. ხელით და თვალით მიუწვდომელი ადგილებს როგორიცაა: სამზარეულოში კარადების უკან; მაცივრებს; ღუმელის უკან და ა.შ.
3. ასევე მაკულატურის პერიმეტრზე ისინი თავს კარგად გრძნობენ.
4. ნებისმიერი ზედაპირს სადაც ადამიანს ხელი არ მიუწვდება და სადაც ტარაკანი თავს კომფორტულად გრძნობს.

თუ თქვენ  გაქვთ მსგავსი პრობლემა, ნუ მოგერიდებათ სპეციალისტების ჩარევა, ვინაიდან შემდგომში შესაძლოა ფართო მაშტაბიანი გამრავლება მოხდეს, რაც დაკავშირებული იქნება დიდ დროსთან. უფასო კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელთან, მოგვწერეთ CrystalSMgroup@gmail.com 

მსგავსი პრობლემის შემთხვევაში, რაც ტარაკნების შემჩნევას შეეხება:

  • უნდა გაასუფთავოთ კედლები, იატაკი, ავეჯი, სველი წერტილები ქიმიური-სადეზინფექციო საშუალებებით მაგალითად: დომესტოსი ანტიბაქტერიული, ქლორი, იატაკის საწმენდ საშუალებებად შეგიძლიათ გამოიყენოთ: Ajax ან სხვა მსგავსი ქიმიური შემადგენლობების მქონე, სპეციალურად განკუთვნილი კონკრეტული ზედაპირისათვის.
  •   ასევე ყურადღება მიაქციეთ სამზარეულოს, საკვები უნდა შეინახოთ მაცივარში, ან ადგილებში სადაც მოწმენდილია იდეალურად ყველა ნამცეცი და ძველად რაიმე ნებისმიერი დაღვრილი სითხე, შეინახეთ სპეციალურ კონტეინერში. რადგან ტარაკნები “ცივსისხლიანი” არსებები გახლავთ, ყველაფერს მომენტალურად და ძალიან მარტივად პოულობენ.
  •   სამზარეულოში ყველა მოწყობილობა მოაწესრიგეთ, ღუმელი, ფეჩი, ონკანის ტერიტორიები, მაცივრის უკან-მის ქვეშ, ტოსტერი კარგად გაასუფთავეთ –  მიაქციეთ ყურადღება მიკროტალღურ ღუმელსაც.
  •    სასურველია შინაური ცხოველი თუ გყავთ არ დაუყაროთ და დაუტოვოთ საკვები მეთვალყურეობის გარეშე და ნუ დაუდებთ სამსაზეულოში. 
  •    რაც შეეხება ნაგავს, ჯობს ცოტა ხნით გარეთ დატოვოთ და დროულად გადაყაროთ.  
  • შეავსეთ კედლის ხვრელები, ბზარები, “ფუღუროები”.

სასურველია დამოუკიდებლად არ შეასრულოთ სამუშაოები, აეროზოლების ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ სპეც წებოვანი ზედაპირები, რომლებიც წარმოადგენენ ფიზიკურ ხაფანგს ტარაკნების წინააღმდეგ.

 Crystal Service Management Group გისურვებთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოს!
 სადეზინსექციო სამუშაოები: +995 555 972 994
 შეგიძლიათ გაეცნოთ უცხოური პრესის პოსტს: ტარაკნები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top