საწოლის ბაღლინჯო ანუ სისხლის მწოველი პარაზიტი ბაღლინჯო ერთ-ერთი ექტოპარაზიტია რომელიც ადამიანის თანამეგზურია მრავალი საუკუნე, მისი არსებობის განმავლობაში ის სწავლობს, ვითარდება და ითვისებს ყველა გარემო პირობას რომელშიც ადამიანსაც კი არ შეუძლია არსებობა. შეუძლია ადამიანის სისხლის გარეშე იარსებოს ერთ წელიწადზე მეტი ხნით.
შეუძლია ისეთ გარემო ფაქტორებშიც არსებობა სადაც +50 ცელსიუს სიცხეა, -5 გრადუსიან ყინვაა ან და ტენიანობა 60%-ზე მაღალია, ეს ყველაფერი მათთვის ჩეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და არსებობისათვის დისკომფორტს არ უქმნის.
აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მრავალი საუკუნეა ვითარდებიან გენეტიკურად. ბოლო დროს კი, მდგრადობას იმტკიცებს სხვადასხვა ქიმიური კომპონენტების მიმართაც, მრავლდებიან ძალიან მალე, დაახლოებით დღეში შეუძლიათ დადონ 50 კვერცხზე მეტი. არასწორი ქიმიური კომპონენტებისა და დამუშავების მეთოდიკა იწვევს მათ “გაღიზიანებას 1′” იწყებენ ან დამალვას ისეთ ადგილებში სადაც თავს სრულად იზოლირებულად გრძნობენ, ანდაც პირიქით ხდებიან უფრო “აგრესიულები 2′” .
მისი სახელწოდება როგორიცაა “საწოლის” განმპირობებულია იმით რომ ყველაზე მეტად საწოლის არესთან მკვიდრდებიან და ბუნებრივია ადამიანს უჩენს განცდას თითქოსდა ის მხოლოდ მატრასსა ან და საწოლში ბუდობს, რაც ნამდვილად არასწორ წარმოდგენას ქმნის, დამალვა შეუძლიათ ყველგან! იშვიათად მისი დროული აღმოჩენით (ნაკბენიდან 2-3 დღეში) ადამიანი აგდებს საწოლსა და მატრასს ამით კი სტანდარტულად, ძირითად შემთხვევებში პრობლემა უკვე გვარდება.
ერთ ჯერზე დადებული კვერცხები, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალით ან და გამოცდილებით შეუძლებელია. როგორც ხედავთ მათი რაოდენობა 10 ცალზე მეტია და გამოჩეკილი არცეთია.

რა ხდება მაშინ როცა 3 დღეზე მეტია გასული?
– შემთხვევები როდესაც ბაღლინჯო ანუ იგივე BedBugs ან რუსულად: Клоп ; უკვე არსებობს სივრცეში 3 დღეზე მეტი ხნით და ადამიანმა არ იცის რა კბენს, ყოველთვის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ “რაღაც ალერგია მაქვს” ან და “რატომღაც კოღომ მიკბინა” არადა ამ დროს ამის წინა პირობა ნადვილად არ ჰქონდა, მაგალითად შეიძლება ეყენოს მწერების დამცავი ბადეები და საერთოდ არარის ალერგიული.

შესაძლოა 2 კვირაზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ მიმართოს დერმატოლოგს, ზოგიერთმა ექიმმა პირველივე ვიზიტზე შესაძლოა ვერ დაადგინოს ზუსტი მიზეზი მოწითალო ნაკბენების, რომელიც ადამიანს ექავება და დაუნიშნოს არასწორი მკურნალობა სანამ დადგინდება ზუსტი მიზეზი, მკურნალობის და პარალელურად ბუნებვრივია სხეულზე ნაკბენების რაოდენობა მატულობს და არაფერი იცვლება.
ეს დამატებით პანიკას ქმნის ადამიანში, რის გამოც მიმართავს ხოლმე სხვა დერმატოლოგსაც და შესაძლოა გაუგებრობა გრძელდებოდეს მუდმივად თვეების განმავლობაში, ან პირიქით დერმატოლოგმა პირველივე ვიტიზისას ადამიანს დაუდგინოს სახლში ექტოპარაზიტის არსებობა. მხოლოდ მაშინ ხვდება პიროვნება ბაღლინჯოს არსებობას როდესაც შემთხვევით პოულობს რაღაც არსებას ღამის საათებში, რომლის გასრესვისას წითელი სითხე3′ გამოსდის. დღის პერიოდში მათი დანახვა კი მიუთითებს შემდეგს: ე.ი. ისინი უკვე ძალიან გამრავდნენ ვინაიდან ყოველთვის ცდილობენ ადამიანისათვის შეუმჩნეველნი იყვნენ, გამოდიან მაშინ როცა გვძინავს და გრძნობენ, ძილისას ადამიანის ორგანიზმი მეტ ნახშიროჟანგს გამოყოფს – ეს მათთვის სიგნალია “თავდასხმის”.

რატომ არიან ბაღლინჯოები ასეთი მდგრადები?
-მათ ორგანიზმზე სპეციალური საფარია, ერთგვარი რომელიც იცავს სხვადასხვა
ზემოქმედებისგან, ამ საფარის დაზიანებისას კი ისინი
იცვლიან მათ და სტადიების მიხედვით ცხოვრების ციკლში რამოდენიმეჯერ ხდება ეს.
ის შავი წერტილები რაც თეთრეულზე გვხვდება, ავეჯზე, კედელზე, ანდა სხვადასხვა მასალაზე (მათ შორის რკინაზეც) არის ბაღლინჯოს ექსპრემენტი, რომელიც ადამიანის სისხლისგანაა შემდგარი, მისმა ორგანიზმმა სისხლის შიგთავსი სრულად გადაამუშავა და გადამუშავებულს ტოვებს გზად ან დაც ადგილებში სადაც სტანდარტულად იმალებოდა და მრავლდებოდა.

ასე გამოიყურება ბაღლინჯო, ვიდეოზე ერთ-ერთი სახეობა გახლავთ, ტროპიკული, რომელიც ყველაზე მდგრადია მსოფლიოში და ყველაზე სწრაფად მრავლდება. ახლა უკვე თბილისშიცაა აღმოჩენილი.
რატომ ჯობია მიმართოთ ამ დარგში მომუშავე პროფესიონალებს ბაღლინჯოს აღმოჩენისას?
1. ღებულობთ ჩვენგან 100%-იანი გარანტიას მის სრულ განადგურებაზე.
2. სამუშაოების პარალელურად 90% -ში მომხმარებელს არაფრის გადაყრა და გადაგდება არ უწევს.
3. ორთქლით ვამუშავებთ ყველა შესაძლო ადგილს სადაც ისინი შესაძლოა იმალებოდნენ.
4. ქიმიური ხსნარების გარდა გვაქვს უსაფრთხო მეთოდიკაც დამუშავების.
5. თუ სახლში გყავთ ჩვილი, ან შინაური ცხოველი და მათი დროებითი გაყვანა არ შეგიძლიათ, ჩვენ ვიზრუნებთ მათ უსაფრთხოებაზე.
6. სპეციალური ხელსაწყოებით ვეძებთ კვერცხებსა და დამალვის ყველა ადგილს.
7. დამუშავების ბოლოს, ვახდენთ სივრცის სრულ ოზონაციას უფასოდ.
ბევრი სხვა მრავალი წინაპირობა გახლავთ იმისათვის, რომ დაგვიკავშირდეთ ჩვენ, ამ დარგში პროფესიონალი კომპანიაა, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება
მთავარი დეზინფექტორი კი სერტიფიცირებული მავნებლების კონტროლის დარგში და 14 წლიანი გამოცდილება აქვს მავლებლებთან ბრძოლის სფეროში. ჩვენი კომპანია გახლავთ ქართული და ახლა იწყებს ოპერირებას სომხეთშიც.
რატომ არ უნდა დაამუშავოთ დამოუკიდებლად?
1. დამოუკდიბლად დამუშავების პარალელურად შესაძლოა გადაყაროთ ყველაფერი, საწოლი, მატრასი, თეთრეული და ა.შ.
2. არასწორი ქიმიური კომპენტები მათ არ ანადგურებს – პირიქით დამატებით იმუნურ სისტემას უყალიბებს და მეტად მდგრადები ხდებიან.
3. არასწორმა დამუშავების მეთოდიკამ შესაძლოა ისინი მიმოფანტოს სხვადასხვა ადგილას, სადაც აქამდე არც კი იმალებოდნენ.
მაგ: იატაკის ქვეშ, ფანჯრის უკან, კომპიუტერულ და ციფრულ ტექნიკაში…
4. ხშირად ქიმიის გამოყენება უშედეგოდ და ალერგიითაც სრულდება.
5. ხარჯავთ თქვენს დროსა და ენერგიას, ნერვიულობთ და ვერ აგვარებთ დამოუკიდებლად.
6. ხარჯავთ უზარმაზარ თანხებს, ყიდულობთ ახალს, ყრით ძველს და ა.შ.
სიტყვათა განმარტებები:
1. გაღიზიანებას 1 2. აგრესიულები 2 : როგორც ასეთი ემოცია ბაღლინჯოებს არ გააჩნიათ, აგრესიასა და გაღიზიანებას ისინი არ/ვერ გამოხატავენ, ეს ყოველივე მომდინარეობს მათი ინსტიქტებიდან, ნერვული სისტემის დათრგუნვისა ანდა მოდუნების მიხედვით.
2. წითელი სითხე3′ წითელი სითხე რომელიც ბაღლინჯოს გასრესვისას გამოსდის და აქვს სუნი (მსგავსი ფაროსანასი) გახლავთ სინამდვილეში ადამიანის სისხლი.
📞 მთავარი დეზინფექტორი: +995 (555) 972-994
📧 ელფოსტა: CrystalSMGroup@Gmail.com
🌐 F გვერდი: Crystal Service Management Group
Contract Us via Web
