თაგვის ნაკბენი
როგორ გამოიყურება ნაკბენი და რა ზიანის მომტანია?
თაგვებს აქვთ ძლიერი კბილები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი კანის ძვლამდე გახვრეტა, თუ დაგკბენენ. მათმა ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, მკვეთრი ჩხვლეტა და სისხლისდენის დაწყება. ჩვეულებრივ ზოგადად, მათი ნაკბენი იწვევს ერთ პუნქციურ ჭრილობას.
დიდი ალბათობაა, რომ თაგვი კბენს შემთხვევაშიც, თუ მას შევეხებით.
თაგვის ნაკბენის შემთხვევაში:
მნიშვნელოვანია იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ თაგვის ნაკბენის შემთხვევაში:
- 1. დაიბანეთ ჭრილობა: ნაკბენი ადგილი კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ანტიბაქტერიული საპნით.
- 2. დაიმუშავეთ ჭრილობა: წაისვით ჭრილობაზე ანტისეპტიკური ან იოდის ხსნარი, გარე გამოყენების წყალბადის ზეჟანგი.
- 3. სისხლდენა: თუ ძლიერი სისხლდენაა შეეცადეთ შეაკავოთ ის, მასზე ხელის დაჭერით, ხოლო თუ სისხლდენა ნაკბენის ადგილას ფაქტობრივად არ არის, შეეცადეთ გვერდებში დააჭიროთ, ისე რომ პატარა რაოდენობით გამოსულმა სისხლმა გამოიტანოს ნაკბენის ადგილას არსებული ბაქტერიული თუ სხვა დაავადებები.
- 4. დროულად მიმართეთ უახლოს სამედიცინო პუნქტს: მიმართეთ ექიმებს და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას ჭრილობის შესაფასებლად, ვირთხების ნაკბენების ინფექციების პროფილაქტიკური მკურნალობის უზრუნველსაყოფად, ნუ გადადებთ სხვა დროისთვის ასე შეიძლება თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
აუცივლებლად უახლოეს პერიოდშივე უნდა მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას რადგან:
ნებისმიერი დროული რეაგირება შემდგომ შესაძლო გართულებებს თავს აგარიდებთ, უნდა მიმართოთ ექიმს რადგან პოტენციური გვერდითი მოვლენებია რომლებსაც შეუძლიათ პატარა დაუდევრობით გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, ზოგიერთ შემთხვევაში ნაკბენი იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ინფექციებს, ბაქტერიულს და ვირუსულს, ორგანიზმის პარაზიტებით დაინფიცირებას, ეს ჩამოთვლილგან ყველაფერი გახლავთ პოტენციური, რეალურად მხოლოდ ექიმს შეუძლია შეაფასოს რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა.
არ დაგავიწყდეთ რომ პროფესიონალური სადერატიზაციო სამუშაოების წარმართვა შეუძლია CSMG -ს.
რა მიზეზებით კბენს თაგვი ადამიანს?
- 1. შიში ან თავდაცვა: ვირთხებმა შეიძლება უკბინონ ადამიანს, თუ იგრძნეს შიში, ასევე ინსტიქტურად ცდილობენ დაიცვან თავიანთი ტერიტორია, ბუდეები და ახლადგაჩეკილები, არ იხევენ უკან, მათთვის ნამდვილად საშიში მდგომარეობის დროს ყველაფერს აკეთებენ სიცოცხლის გადასარცენად.
- 2. საკვების ნაკლებობა: გარკვეულ შემთხვევაში, შეიძლება უკბინონ ადამიამს შიმშილის გამო, განსაკუთრებით თუ საკმარისი საკვები არ აქვთ.
- 3. ავადმყოფობა ან გაღიზიანება : ავადმყოფმა ან გაღიზიანებულმა თაგვმა შეიძლება უკბინოს ადამიანს, თავიანთი მდგომარეობის ან ნებისმიერი მტკივნეული შეგრძნების საპასუხოდ.
- 4. თავდაცვა: თუ ვირთხა გრძნობს, რომ მას იმწყვდევენ ან იჭერენ, თავდაცვის მიზნიტ იწყებს კბენას.
- 5. ტერიტორიის და ჯგუფის თავდაცვა: როგორც უკვე ავღნიშნეთ – ვირთხებმა შეიძლება უკბინონ ადამიანს ტერიტორიის ან ჯგუფის იერარქიის გამოსახატავად.
უსაფრთხო, სუფთა, საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში CSMG დაგეხმარებათ!
სადერატიზაციო მომსახურება ღია და დახურულ სივრცეებში
უსაფრთხო, სუფთა, საცხოვრებელი თუ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში CSMG დაგეხმარებათ! დაგვიკავშირდით ახლავე : +995 555 972 994
იხ. დერატიზაცია ან ჩვენი ფეისბუქ გვერდი