მავნებლების კონტროლი
კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის საჭიროა მავნებლების კონტროლი.
დეზინსექცია არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მავნე მწერების განადგურებას, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს, მათ ქონებას ან გარემოს. მავნებლებს, როგორიცაა ტარაკნები, კოღოები, ჭიანჭველები და ბუზები, შეუძლიათ სასიცოცხლოდ მძიმე დაავადებების გადატანა, ადამიანში ალერგიული რეაქციების გამოწვევა, ქონების დაზიანება ან და სრული განადგურებაც კი.
ჩვენი დეზინსექციის ძირითადი მეთოდების ჩამონათვალია:
არსებობს კიდევ სხვა მეთოდები, რომლის დანერგვასაც გეგმავს ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე, უკვე არსებულშიც ინოვაციური მიდგომაა თუმცა, კომპანიას აქვს მიზნათ დაეუფლოს ყველა საერთაშორისო ახალ, ინოვაციურ სტანდარტებს, იყოს კავკასიის რეგიონში მოწინავე მომსახურების მიმწოდებელი.
(მუდმივად შეისწავლის და გადის სხვადასხვა წამყვან სასწავლებლებში სპეციალურ შემსწავლელ კურსებს, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მიზნით) ესენია:
ბუნებრივი და ბიოლოგიური: მტაცებელი მწერების ან პარაზიტების გამოყენება მავნებლების პოპულაციის გასაკონტროლებლად. მაგალითად: პარაზიტების გამოყენება თეთრი ბუზის ან ფაროსანას პოპულაციის გასაკონტროლებლად.
მიკრობული ინსექტიციდები: ბაქტერიების, ვირუსების ან სოკოების გამოყენება, რომლებიც აინფიცირებენ და კლავენ მწერებს ფართო მაშტაბში.
დეზინსექციის მნიშვნელობა:
ადამიანის ჯანმრთელობისათვის:
ბევრი მწერი დაავადების მატარებელია. მაგალითად, კოღოებს შეუძლიათ მალარიის, დენგეს და ზიკას ვირუსის გადაცემა, ხოლო ტარაკნებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგია და ასთმა.
ქონებრივი უსაფრთხოება:
მწერები, როგორიცაა ტერმიტები და ხოჭოები, შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ხეს და სხვა სამშენებლო მასალებს (მაგ: სახლის სახურავს, ავეჯის სახლს და ა.შ.).
კომფორტში და ჰიგიენურობაში:
მწერების არსებობა საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში ამცირებს კომფორტის დონეს და შეიძლება იყოს უსიამოვნო სუნის და ინფიცირებული, დაბინძურებული წყაროს კერა.
მავნებლების კონტროლის როლი საქართველოში:
მავნებლების კონტროლი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ქონების შენარჩუნებაში. მწერების ეფექტური კონტროლი მოითხოვს სხვადასხვა მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მავნებლების კონტროლის პროდუქტებისა და მასთან მუშაობის სტრატეგიების ფრთხილად შერჩევას. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები ხაზს უსვამს ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებების და მავნებლების მართვის ინტეგრირებული მიდგომების მნიშვნელობას გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად.
Csmg ზრუნავს თქვენზე! დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ :
CrystalSMgroup@Gmail.Com ან დაგვიკავშირდით +995 555 972 994
პოსტი დაცულია საავტორო უფლებებით!
შპს “კრისტალი” იხ. ფეიქბუქ გვერდი