Biohazard
დღეს ბიოლოგიურად საშიში ზედაპირების, სივრცეების დამუშვება
იმ დროს, როდესაც უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა, პრემიუმ სერვისები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალ ხარისხიან და საიმედო სამუშაოებს სახიფათო ბიონარჩენებით დაბინძურებული ზედაპირებისა და სივრცეების დასუფთავებას.
რატომ უნდა ავირჩიოთ კრისტალი?
გამოცდილება და პროფესიონალიზმი, მოწინავე ტექნოლოგიური მიდგომა, მომსახურების ფართო სპექტრი, მაგ: საქართველოში ჩვენ პირველები გახლავართ ვინც სთავაზობს მომხმარებელს ბიოლოგიურად დაბინძურებული სივრცის დასუფთავებასა და დეზინფექციას.
ვინაიდან აღნიშნული სამუშაოების წარმართვას ესაჭიროება როგორც პროფესიონალური მიდგომა, ცოდნა, აღჭურვილობა და პასუხისმგებლობა – ყველაზე მაღალი რისკის შემცველი ზედაპირია ბიოლოგიურად დაბინძურებული სივრცე.
ერთად განვიხილოთ ამის მიზეზები:
უპირველესად მნიშვნელოვანია ამ მიზეზების გაგება შესაძლო საფრთხეების პრევენციისა და ეფექტური რეაგირებისთვის ასევე სამუშაოების წარმართვისათვის. აქ მოცემულია ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიური საფრთხეები:
- სამედიცინო ნარჩენები
ჯანდაცვის დაწესებულებები აწარმოებენ დიდი რაოდენობით ნარჩენებს, რომლებიც შეიცავს ინფექციურ მასალებს: ნემსები, შპრიცები ან სხვა ბასრი საგნები, ნივთები რომლებიც დაბინძურებულია სისხლითა ან სხეულის სხვა სითხეებით. - პათოგენური მიკროორგანიზმების შემცველი ლაბორატორიული კულტურები და ძველი ნიმუშები.
- ოპერაციებისა და პროცედურების ნარჩენები, როგორიცაა სხეულის ამპუტირებული ნაწილები და დაბინძურებული სახვევები.
- ლაბორატორიული კვლევის პროცესებში:
სამეცნიერო კვლევა ბიოლოგიურ და სამედიცინო ლაბორატორიებში ხშირად გულისხმობს საშიშ მიკროორგანიზმებთან და ქიმიკატებთან მუშაობას. რაც კავშირში შეიძლება იყოს ვირუსებთან, ბაქტერიებთან და სხვა პათოგენების მანიპულირებასთან. - ბიოლოგიური უბედური შემთხვევები
შემთხვევითი გაჟონვა ან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა შეიძლება მოხდეს ავარიების შედეგად: პათოგენების გაჟონვა ლაბორატორიებიდან და კვლევითი ობიექტებიდან.ავარიები ბიოლოგიური წამლების წარმოების ქარხნებში. - ბიოტერორიზმი (ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად საშიში)
ბიოტერორიზმის საფრთხე არის ბიოლოგიური აგენტების მიზანმიმართული გამოყენება საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების მიზნით (ამის მაგალითია უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმდებებისას დაბინძურებული ბიოლოგიურად ყველა ზედაპირი, რაც იწვევს ინფექციებს, კანის დაავადებებს, სუნთქვის გაუარესებას და სხვა.) - ბიოლოგიურ ტერორში მოისაზრისება ასევე: საშიში ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელება, რათა შეიქმნას პანიკა და ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას.
- ტოქსინების და ბიოქიმიური ნივთიერებების დაღვრა
სხვადასხვა ადგილას მაგ: მანქანაში. - ბუნებრივი ეპიდემიები და პანდემიები:
დაავადების ბუნებრივმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიურად საშიში სიტუაციები: - ინფექციური დაავადებების ეპიდემიებია: როგორიცაა გრიპი, ქოლერა, ებოლა, კოვიდი და ა.შ.
- პანდემია, რომელიც მოიცავს დიდ ტერიტორიებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ ნაწილზე.
- უბედური შემთხვევები და დანაშაულები:
უბედური შემთხვევისა და დანაშაულის ადგილი არის ბიოლოგიური საფრთხის წყარო. - მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სცენები, სადაც ბიოლოგიური სითხეები და ქსოვილებია სხვადასხვა ზედაპირზე მაგ: ფანჯრებზე, კედლებზე, იატაკზე და სხვა.
- უბედური შემთხვევების და კატასტროფების ადგილები, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები ან ცხოველები.
- მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობა
ბიოლოგიური საფრთხეები ხშირად წარმოიშვება სოფლის მეურნეობის სექტორში:
- მეცხოველეობა და სოფლის მეურნეობა
- ცხოველებში ზოონოზური დაავადებების გავრცელება, რომლებიც შეიძლება გადაეცეს ადამიანებს.
- მცენარეთა ინფექციური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებასა და ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას.
ბიოლოგიურად საშიშ სიტუაციებზე დროული რეაგირება და პრევენცია მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას: კომპანიის მკაცრი შიდა პოლიტიკა და პროცედურები ბიოსაშიში მასალების დამუშავებისთვის.
პერსონალის უწყვეტი სწავლება და მომზადება.
თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გამოყენება საფრთხეების მონიტორინგისა და აღმოფხვრის მიზნით.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას ბიოსაშიში მასალების განკარგვისთვის, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას.
ენდეთ ექსპერტებს, რომ იზრუნებენ თქვენს უსაფრთხოებაზე!
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ბიოწმენდის აპარატურით და დეზინფექციის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით.
ჩვენ ვიყენებთ მოწინავე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს ბიოლოგიური საფრთხეების ეფექტურად გასანეიტრალებლად.
შემდგომში მის ლაბოლატორიულ დონეზე შემოწმებას.
უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა
ჩვენ მკაცრად ვიცავთ უსაფრთხოების ყველა წესსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა რეგულაციას (ნარჩენების მართვის კოდექსი და სხვა.), რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტანდარტებითა და ეროვნული ინტერესებით.
ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი კლიენტების ინფორმაციის სრულ კონფიდენციალურობასა და დაცვას.
კომპლექსური მიდგომა
* ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს: რისკის შეფასებიდან და დაგეგმვიდან დაწყებული, ნივთიერების საბოლოო ლიკვიდაციამდე და შემდგომ დეზინფექციამდე.
* ჩვენ გთავაზობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, თითოეული ობიექტის მახასიათებლებისა და მომხმარებლის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.
ბიონარჩენების გასანეიტრალებლად ვიყენებთ ყველა ხელთ არსებულ აღჭურვილობას და სპეციალიზებულ საშუალებებს, რაც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ სწრაფად, ხარისხიანად და ეფექტურად.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ და შევისწავლით მსოფლიოში არსებულ ახალ ტენდეციებს, ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების შესაბამისად. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საკუთარი პრეპარატების შექმნაზე.
ჩვენ გთავაზობთ პრემიუმ სერვისებს ყველაზე მისაღებ ფასებში:
ბიოლოგიური ნარჩენების გატანა: სამედიცინო ნარჩენები, ლაბორატორიული მასალები, ბიოლოგიური აგენტები.
ზედაპირების დამუშავება ეპიდემიულოგიური კერების და სხვა.
შენობების დეზინფექციას: ინფექციური დაავადებების, უბედური შემთხვევებისას, მკვლელობის შემდგომ, შეუტყობინებლობით გარდაცვლილი ადამიანის ადგილსამყოფელის (როდესაც გვამი იმყოფებოდა სივრცეში 3 დღეზე მეტი ხსის დროით და ექსპერტებსა თუ სამართალდამცავებს აქვთ დასრულებული სამუშაოები) და სხვა.
შემთხვევის ადგილის გასუფთავება:დანაშაულის ჩადენის ადგილი, უბედური შემთხვევა.
კონსულტაცია და ტრენინგი: ჩვენ ვასრულებთ კონსულტაციებს ადამიანებთან ვისაც ეს სჭირდება და გავდივართ მუდმივ სასწავლო სემინარებს, ბიოლოგიურად საშიშ მასალებთან უსაფრთხო მუშაობის შესახებ.
როგორ ვმუშაობთ?
- მოთხოვნის შემდეგ მივემართებით ადგილზე
- ვაფასებთ სიტუაციას
- ჩვენ ვახორციელებთ ობიექტის დეტალურ ანალიზს და ბიოლოგიური საფრთხის ხარისხს, შესაძლოა ავიღოთ ნიმუში ადგილიდან.
- ვგეგმავთ სამუშაოს წარმართვის პროცესსა და უსაფრთხოების ნორმებს
- შემდგომ ვამუშავებთ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას ნეიტრალიზაციისა და განადგურებისთვის, მხოლდო ამის შემდგომ
- ვიწყებთ სამუშაოს განხორციელებას
- აუცივლებლად ვახორციელებთ გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვით.
- შემდგომში კვლავ ვაწარმოებთ კონტროლსა და ლაბოლატორიულ შემოწმებას
- საბოლოო შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ ინფორმაციას ვადგენთ წერილობით და ვაწვდით მომხმარებელს სრულ ანგარიშს.
- გარკვეული შემოწმება შესაძლოა კვლავ განხორციელდეს სხვადასხვა პერიოდების მანძილზე
კონტაქტები
📞 ტელეფონი: +995 (555) 972-994
📧 ელფოსტა: CrystalSMGroup@Gmail.com
🌐 F გვერდი: Crystal Service Management Group
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში რაც ეხება ბიოლოგიურ დაბინძურებას. ანდეთ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პროფესიონალებს!