მავნებლების კონტროლი

ჩვენი დეზინსექციის ძირითადი მეთოდების ჩამონათვალია:

ქიმიური მეთოდი:
ინსექტიციდები: ქიმიკატების გამოყენება, რომლებიც კლავენ მწერებს. ისინი შეიძლება იყოს გელების, ფხვნილებისა და სითხეების სახით. ინსექტიციდების მაგალითეია: პირეტროიდები, კარბამატები და ორგანოფოსფატები.
ფუმიგაცია:
შენობის გაზის ინსექტიციდებით დამუშავების მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად განადგურდნენ მწერები ადამიანისათვის ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში (მაგ: კედლები, სხვენი, ვიწრო სივრცეები, ხეები რომლის სიმაღლეზეც ვერ აღწევს სხვა გამფრქვევი მოწყობილობა და ა.შ.)
ფიზიკური მეთოდებიდან:
ტემპერატურით ზემოქმედება: უკიდურესად მაღალი ან დაბალი ტემპერატურის გამოყენება მწერების მოსაკლავად. მაგალითად, გაყინვა ან თერმული დამუშავება.
ულტრაბგერითი მოწყობილობები: მოწყობილობები, რომლებიც ასხივებენ მაღალი სიხშირის ხმის ტალღებს და “არბევენ” მწერებს (მოქმედებს მათ ნერვულ სისტემაზე და ხშირი ზემოქმედებით ისინი იხოცებიან).
ხაფანგები: იშვიათად ვიყენებთ წებოს ხაფანგებს, მაგ: ფერომონის ხაფანგებს.
ბარიერული მეთოდები: ფანჯრებისა და კარების ეკრანების დაყენება, ლუქებისა და ბადეების გამოყენება შენობაში მწერების შეღწევის თავიდან აცილებისათვის.

დეზინსექციის მნიშვნელობა:

Scroll to Top